ანტარქტიდას თბილისზე ორჯერ დიდი ზომის აისბერგი მოწყდა

ანტარქტიდაში ბრანტის შელფურ მყინვარს აისბერგი მოწყდა, რომელიც ზომით თბილისზე ორჯერ დიდია. ნაპრალების საბოლოოდ გახლეჩვის შედეგად, ბრანტის შელფის მყინვარს 256 მილიარდი ტონა ყინულის მასა მოაკლდა.

მეცნიერთა მოსაზრებით, აისბერგის მოწყვეტა გლობალურ დათბობას არ უკავშირდება და იგი ადგილზე მიმდინარე ბუნებრივი პროცესის ნაწილია. ამ ეტაპზე დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ოკეანეში ასეთი ზომის აისბერგის შთანთქმა საგრძნობ ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა მთლიანობაში, გაყინული კონტინენტის ყინულის საფარისთვის ასეთი დანაკლისი საგრძნობია.

1 550 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე აისბერგს, რომელსაც დინება სავარაუდოდ დასავლეთის მიმართულებით წაიღებს ჯერ სახელი არ აქვს, მაგრამ ამაზე ზრუნვა აშშ-ის ყინულის სახელმწიფო ცენტრში უკვე დაიწყეს.