ანჯელინა ჯოლი ბრუნდება – ნახეთ Those Who Wish Me Dead თრეილერი🎥

ვისაც დიდ ეკრანზე ანჯელინა ჯოლის ნახვა მოენატრა, მათთვის ოკეანის გაღმიდან კარგი ამბავი გვაქვს. HBO Max-მა გამოაქვეყნა ფილმ “Those Who Wish Me Dead-ის” თრეილერი. მისი რეჟისორია ტეილორი შერიდანი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ანჯელინა ჯოლი, ნიკოლას ჰულტი და აიდან ჟილენი.

ფილმის სიუჟეტის ცენტრშია ტყის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, ჰანა ფაბერი, რომლის როლსაც ანჯელინა ჯოლი ასრულებს. მას მკვლელებისგან 12 წლის ბიჭის დაცვა უწევს.

“Those Who Wish Me Dead-ს” მაყურებელი 14 მაისს აშშ-ის კინოთეატრებში და HBO Max-ზე იხილავს.