The Storyteller – დეივ გროლის ამბები ცხოვრებასა და მუსიკაზე

ჯგუფ “ნირვანას” ყოფილმა წევრმა და “Foo Fighters-ის” ვოკალისტმა დეივ გროლმა თავისი პირველი მემუარების, სახელად The Storyteller-ის გამოსვლის შესახებ განაცხადა.

მუსიკოსი წიგნში გაიხსენებს მოვლენებს, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მასზე, მათ შორის ბავშვობისდროინდელ წარუმატებლობებზე, ოჯახურ სიტუაციებზე. საგულისხმოა, რომ მან 18 წლის ასაკში დატოვა ოჯახი. ის წიგნში ასევე ისაუბრებს სასაცილო სიტუაციებზე, რომლებიც როკ-ჯგუფებთან “ნირვანას” და “Foo Fighters-თან” ერთად გადახდენია.

“შევაჯამე ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, ეს იყო წარმოუდგენელი, რთული, მხიარული და ემოციური და გადავწყვიტე, რომ დროა, ვთქვა ჩემი სათქმელი”, – განაცხადა მუსიკოსმა.

წიგნი Storyteller 5 ოქტომბერს გამოვა. ამონარიდები ხელმისაწვდომი იქნება დეივ გროლის Instagram-ზე.