მეცნიერებმა ახალი ტიპის ქირურგიული ნაკერი შეიმუშავეს

მაგკილის უნივერსიტეტში კანადელმა მკვლევარებმა ჭრილობის სწრაფი შეხორცებისთვის ახალი თაობის ნაკერები შეიმუშავეს.

ქირურგიულ ნაკერებს ექიმები ჭრილობების დახურვისა და ბუნებრივი შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად იყენებენ, მაგრამ ნაკერებმა შეიძლება გაართულოს მდგომარეობა და დააზიანოს რბილი ქსოვილები. 

პრობლემის მოსაგვარებლად, მკვლევარებმა შეიმუშავეს ინოვაციური გელით დაფარული (TGS) ნაკერი, რომელიც ინფექციების პრევენციასა და ჭრილობების კონტროლს ემსახურება.

კანადელი მკვლევარების თქმით, მათ მიერ შექმნილი ნაკერი შეიცავს მოლიპულ, მაგრამ გამძლე გელურ გარსს, ის არბილებს ნაკერებს და ასევე ჭრილობას საჭირო მედიკამენტების მიწოდებაში ეხმარება, რომლებიც აუცილებელია სხეულის ქსოვილების აღდგენისთვის მყესის დაზიანების შემთხვევაში.