ანჯელინა ჯოლი instagram-ზე დარეგისტრირდა

ანჯელინა ჯოლი instagram-ზე ოფიციალურად დარეგისტრირდა. ოსკაროსან მსახიობს, რამდენიმე საათში უკვე სამ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. 

ჯოლის პირველი პოსტი ინსტაგრამზე ავღანეთს ეძღვნება. “ავღანელი გოგოს წერილი” ასე ჰქვია კოლაჟს. გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მას ჰუმანიტარული მისიით გამოიყენებს და დროს სოციალურად მნიშვნელოვან საკითხების გაშუქებას დაუთმობს.