მალე Tesla Bot მაღაზიაში გაგეგზავნებათ

ილონ მასკის კომპანია Tesla 2022 წელს ჰუმანოიდი რობოტის პროტოტიპის Tesla Bot-ს წარმოადგენს.

აღნიშნული სიახლის პრეზენტაცია, ხელოვნულ ინტელექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ რობოტი საყოფაცხოვრებო საქმეებშიც სასარგებლო იქნება. ის მაღაზიაში სიარულს, სხვადასხვა ნივთების მოტანასა და სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულებას შეძლებს.

“ის ადამიანებისთვის შეიქმნება. ის მეგობრული იქნება და ადამიანებს საშიში, ერთფეროვანი და მოსაწყენი საქმეების შესრულებაში დაეხმარება”, – განაცხადა ილონ მასკმა.