აღმოაჩინეს პარაზიტი ჭია, რომელსაც ტარანტულის გაკონტროლება შეუძლია

მეცნიერებმა პარაზიტული ჭიის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც “მასპინძლად” ობობას – ტარანტულს ირჩევს. ჭიის ორგანიზმში “სტუმრობის” შედეგად, ობობა სრულიად უწყინარი ხდება, რადგან ჭია ობობას შხამიან საცეცებს აკონტროლებს, რის გამოც მას ნადირობა აღარ შეუძლია და შიმშილისგან კვდება.

მეცნიერების თქმით, გარდა ნადირობის შეწყვეტისა ობობებს სხვა უცნაური ქცევებიც უვლინდებათ. მაგალითად: ინფიცირების შემდეგ ისინი ფეხების წვერებზე იწყებენ სიარულს.

 როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ინფიცირებულ ობობებს პირველად პირის გარშემო თეთრი ლაქები უჩნდებათ – ეს არის ე.წ “ობობას ბურუსი”, რომელიც შედგება ნემატოდური ჭიების ჩახლართული მასისგან. შემდეგ ტარანტულებს სხვა სიმპტომები უვითარდებათ , რომლებიც მათ სიკვდილს იწვევს.