ახალი აღმოჩენა მცენარეთა ევოლუციის ისტორიას შეცვლის

ჩინეთში, მეცნიერება უძველესი, გაქვავებული ყვავილოვანი მცენარე იპოვეს. ამ აღმოჩენაში ყველაზე გასაკვირ მისი ასაკია, მცენარე 164 მილიონ წელს ითვლის.

მეცნიერების განმარტებით, უძველესი გაქვავებული მცენარეები ადრეც აღმოუჩენიათ, თუმცა დღემდე ითვლებოდა, რომ ყვავილოვანი მცენარეები, უფრო გვიან პერიოდში გაჩნდნენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აღნიშნული ეგზემპლარი, უძველესი ყვავილოვანი მცენარეა. მისი ასაკი იმაზე მიუთითებს, რომ ყვავილოვანი მცენარეები იურულ პერიოდშიც არსებობდნენ.

ნამარხი, შიდა მონღოლეთის რეგიონშია ნაპოვნი. მცენარის სიგრძე 4 სმ -ს შეადგენს, სიგანე კი 2 სმ -ზე ოდნავ მეტია. გაქვავებული მცენარე მოიცავს ღეროს, ფოთლოვან ტოტს, ხახვის მსგავს ბოლქვსა და თავად ყვავილის პატარა კვირტს, რომლის ზომა მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მილიმეტრი. ყვავილს Florigerminis jurassica ეწოდა.