სიკვდილი საწინააღმდეგო აბი – ბეზოსი დაბერების საწინააღმდეგო ბიოტექნოლოგიით დაინტერესდა

ამერიკელმა მილიარდერმა და კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა სტარტაპ Altos Labs-ს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია გამოუყო. ის შექმნის წამალს, რომლის მიზანი სიბერისა და სიკვდილის დამარცხებაა. ინფორმაციას The Conversation ავრცელებს.

ამბიციური პროექტი უჯრედების გაახალგაზრდავების კუთხით ბიოლოგიური ტექნოლოგიის შემუშავებას გეგმავს, რომელსაც აღდგენისა და დაავადებების, დაზიანებისა და ინვალიდობის წინააღმდეგ მდგრადობის უნარი ექნება.

ეს ტექნოლოგია უჯრედული გაახალგაზრდავების პროგრამირებას გულისხმობს, რათა ზრდასრული სომატური უჯრედები ღეროვანი უჯრედების მდგომარეობას დაუბრუნდეს.

პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის ყოფილი მთავარი მეცნიერი, მედიცინის დოქტორი ჰელ ბერონი გახდა. ხოლო Altos Labs-ის დირექტორთა საბჭოში ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯენიფერ დუდნა (2020, გენეტიკური ინჟინერია) და ფრენსის არნოლდი (2018, ენზიმების გამოყენება) შედიან. საბჭოს თანათავმჯდომარეები მედიცინის დოქტორები ჰანს ბიშოპი რიკ კლაუზნერი გახდნენ.

თავდაპირველად, Altos Labs აშშ-ში სან-ფრანცისკოს ყურის რაიონსა და სან დიეგოში, ასევე ბრიტანულ კემბრიჯში განთავსდება.

Altos Labs-ის ბაზაზე შექმნილი სამეცნიერო ინსტიტუტები კვლევით სამუშაოებს განახორციელებენ, სამედიცინო ინსტიტუტი კი კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით პრეპარატებს შეიმუშავებს.