აშშ-ში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების იდენტიფიცირებისათვის სპეციალური დანაყოფი შექმნა

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამოსაცნობად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის დავალებით შეიქმნება ახალი სპეც-დანაყოფი – Airborne Object Identification and Management Synchronization Group (AOIMSG), რომლის მიზანიც ამერიკის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების პოვნა და მათი იდენტიფიცირება იქნება.

საგულისხმოა, რომ 2021წლის პირველ ნახევარში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დააფიქსირა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, თუმცა მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ახალი დანაყოფი ( AOIMSG ) შარშან, იგივე ფუნქციით შექმნილი შექმნილი U.S. Navy’s Unidentified Aerial Phenomena Task Force-ის მოვალეობებს გადაიბარებს.

პენტაგონის ინფორმაციითვე, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს შორის, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც 70 000კმ/სთ სიჩქარით დაფრინავდნენ და მიმართულებას მომენტალურად იცვლიდნენ. ფიზიკის კანონების თანახმად კი, დედამიწაზე ასეთი მანევრების შესრულება ამ სიჩქარით შეუძლებელია, რადგან წარმოქმნილი წნევა (G-force) ნებისმიერ სხეულს ნაფლეთებად აქცევდა.