მზად ვარ, აქციები გავყიდო და შიმშილის პრობლემა გადავჭრა – ილონ მასკი

FORBES-ის მილიარდერთა სიის სათავეებში მყოფი ილონ მასკი აცხადებს, რომ მზად არის მისი ფინანსური რესურსის ნაწილი დახარჯოს იმაზე, რომ კაცობრიობა შიმშილისგან იხსნას. 

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძვნებლისა და მმართველის თქმით, თუ WFP (World Food Programme) შეძლებს აუხსნას, როგორ შეიძლება 6 მილიარდი დოლარით შიმშილობის პრობლემა გადაიჭრას, ის მზად არის რომ ახლავე გაყიდოს Tesla-ს აქციები და მოაგვაროს ეს მნიშვნელოვანი საკითხი. 

“მაგრამ, იმისთვის, რომ ეს გავაკეთო, WFP-ს ფინანსური ანგარიში უნდა აიყოს ღია და დეტალური, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება ნახოს, თუ როგორ და რისთვის იხარჯება ფული,” – განაცხადა ილონ მასკმა. 

ცნობისთვის, გაეროს მსოფლიო სასურსათო ფონდის დირექტორმა ადრე მასკს მოუწოდა, რომ დახმარებოდა მსოფლიოს შიმშილით გამოწვეული კატასტროფის დაძლევაში, რისთვისაც მასკის ქონების 2%-იც კი საკმარისი იქნებოდა. 

ბოლო მონაცემებით, მასკის ქონება დაახლოებით 290 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.