WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

მალე WhatsApp-ის მომხმარებლები შეძლებენ, “წყვილი ემოჯებისთვის” აირჩიონ კანის ფერის სხვადასხვა კომბინაციები. მაგალითად, ორი ადამიანისგან შემდგარ სიმბოლოში შესაძლებელია, ერთი იყოს ღია ფერის კანით, მეორე კი – მუქით წარმოდგენილი.

ახალი ფუნქცია WhatsApp-ის ბეტა ვერსიაში Android-ისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ამ დროსითვის “წყვილი ემოჯებისთვის” კანის ფერის შეცვლის შემთხვევაში ორივეს კანი იცვლება.