აშშ-ში მატარებლის აფეთქებამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია

აშშ-ში ოჰაიოს შტატში, Norfolk Southern-ის კუთვნილი მატარებელი, რომელსაც საშიში ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა, რელსებიდან გადავიდა და აფეთქდა, რამაც ხანძარი და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.

მატარებლის 150 ვაგონიდან, 10-ზე მეტში ვინილის ქლორიდი იყო მოთავსებული, ეს არის უფერო გაზი, რომელიც პლასტმასის, ვინილის და PVC პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება. ხანძრის შემთხვევაში, ვინილის ქლორიდი იშლება და იქცევა ქიმიურ იარაღად, რომელიც გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს. სხვა ვაგონებში, სხვადასხვა ქიმიკატების უაღრესად ტოქსიკური ნაზავი იყო მოთავსებული, რომელიც მაღალი კონცენტრაციით სიცოცხლისთვის საშიშია და მნიშვნელოვნად ზრდის კიბოს რისკს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორი კვირის განმავლობაში მედია საშუალებები აღნიშნული ფაქტის გაშუქებას თავს არიდებდნენ და კომპანიის წარმომადგენლები, შემთხვევის ადგილზე გაფანტულ ქიმიურ ნივთიერებებს ანადგურებდნენ, რამაც რამდენიმე საათით ქალაქის თავზე შავი სოკოს ღრუბელი შექმნა. მატარებლის ნგრევას, ადგილობრივები ახალ ჩერნობილს უწოდებენ, თუმცა გარემოს დაბინძურების ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.