Instagram და Facebook ვერიფიკაცია ფასიანი ხდება

ჭორები გამართლდა – ფეისბუქისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანია მეტა, ვერიფიკაციის ნიშანს ფასიანს ხდის.

კვირა დილით, მარკ ცუკერბერგმა თავისი ახალი სამაუწყებლო არხით გაავრცელა ამბავი იმის შესახებ, რომ კომპანია მეტას ლურჯი ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი იქნება.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში ავთენტურობისა და უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება.

რაც შეეხება ფასებს, ვერიფიკაცის მიღების საფასური ვებ ვერსიის შემთხვევაში თვეში $11,99 იქნება, ხოლო IOS-ით აღნიშნული მომსახურების ჩართვა $14,99 ეღირება.

სიახლე პირველად ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში დაინერგება, თუმცა მეტას თავკაცის თქმით, ახალ სისტემას უახლოეს მომავალში, ყველა ქვეყანა დაექვემდებარება.

ცნობისთვის, ილონ მასკმა 2022 წლის ნოემბერში Twitter-ის მომხმარებლებისთვის პრემიუმ Twitter Blue აამოქმედა და ფასიანი სისტემა დანერგა. შესაძლოა სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მეტას მენეჯმენტის ინსპირაციის წყარო.

ვერიფიცირებული მომხმარებლების ნაწილი, სიახლეს გაკვირვებული შეხვდა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სელებრითები და ვარკვლავები გამომრჩევ ლურჯ ნიშანს შეელიონ.