აშშ-ში მეცნიერებმა ადამიანს ღორის თირკმელები გადაუნერგეს

აშშ-ში, რამდენიმე დღის წინ, მეცნიერებმა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაატარეს და ადამიანს, ღორის 2 თირკმელი ერთდროულად გადაუნერგეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

პაციენტი 57 წლის კაცი გახდა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და მისი ტვინი უკვე მკვდარი იყო.

ცნობისთვის, ეს ადამიანისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. საცდელი ექსპერიმენტი პირველად, 2021 წლის შემოდგომას აშშ-ში ჩატარდა. პაციენტი ქალი გახლდათ, რომლის ტვინი უკვე მკვდარი იყო.

ამასთან, 2022 წლის დასაწყისში, აშშ-ში, მეცნიერებმა ღორის გულის ადამიანისთვის გადანერგვა წარმატებით შეძლეს.