პერუში უძველესი ადამიანის თავისქალა აღმოაჩინეს, რომელსაც ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი

პერუში უძველესი ადამიანის თავისქალა აღმოაჩინეს, რომელსაც სიცოცხლეში ურთულესი თავის ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. მეცნიერების ვარაუდით კაცმა თავის ტრავმა, ბრძოლის დროს მიიღო, რის გამოც მას ტრეპანაცია აუტარეს და თავისქალაში არსებული ხვრელი მეტალის ჩანართით შეავსეს.

მეცნიერების თქმით, თავისქალის გამოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ის დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა.

ექსპონატი პირველად აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში მდებარე მუზეუმში გამოფინეს. ტრეპანაციის გარდა, თავისქალას მისი წაგრძელებული ფორმაც გამოარჩევს. მეცნიერების განმარტებით, თავისქალისთვის ხელოვნურად არის ფორმა შეცვლილი, რაც კაცის მაღალ წარმომავლობაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, თავისქალის ტრეპანაცია რთული ქირურგიული ოპერაციაა, რის შედეგადაც პაციენტის თავისქალაში ხვრელი კეთდება, რათა ექიმებს შიდა ორგანოებზე ჰქონდეთ წვდომა. დღეისათვის, ტრეპანაციას სიმსივნის მოცილების დროს იყენებენ.