ლაბორატორიული თაგვის სხეულზე, ადამიანის თმა გაზარდეს

მეცნიერებმა ლაბორატორიული თაგვის სხეულზე, ადამიანის თმა გაზარდეს. ამის დასადასტურებლად კომპანია dNovo-მ ცხოველის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სხეულის ნაწილს ადამიანის თმა უფარავს.

კომპანიის ხელმძღვანელის, ერნესტო ლუჯანის განმარტებით, ამ ეფექტის მიღწევა სისხლის უჯრედებისა და ადამიანის ცხიმისგან თმის ფოლიკულების შექმნით შეძლეს. ანუ, მათ აიღეს ჩვეულებრივი უჯრედები, რომლებიც ადამიანს დიდი რაოდენობით აქვს და გენმოდიფიკაციის შედეგად, თმის ფოლიკულებად აქციეს.

ცნობისთვის, 30 წელს გადაცილებული მამაკაცების დიდ ნაწილს, თმის ცვენის პრობლემა აქვს. აღნიშნული ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება, თმის ცვენის შეჩერება ქირურგიული ჩარევის გარეშე.