ბრიუს უილისს დემენცია დაუდგინდა

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის, უოლტერ ბრიუს უილისის ზუსტი დიაგნოზი ფრონტტემპორალური დემენციაა, – ამის შესახებ მისმა ოჯახმა განაცხადა.

აღნიშნული დაავადება ტვინის ისეთი უბნების დაზიანებას გულისხმობს, რომელიც პასუხს აგებს ადამიანის ქცევასა და მეტყველებაზე.

სამწუხაროდ, სამედიცინო სამყაროს ამ ეტაპზე დემენციის სამკურნალო საშუალება არ აქვს.

67 წლის მსახიობის ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ არსებული რეალობა უახლოეს წლებში შეიცვლება და მეცნიერები ამ დაავადების მკურნალობას შესაძლებელს გახდიან.

ბრიუს უილისი ცნობილია ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით როგორებიცაა: Die Hard; The Sixth Sense; Armageddon; Pulp Fiction; The Fifth Element; 12 Monkeys; Perfect Stranger და ბევრი სხვა.

უილისის მონაწილეობით ბოლო ფილმი Detective Knight: Independence 2023 წლის 20 იანვარს გამოვიდა.