Tesla 363 000 მანქანას უკან გამოიწვევს

კომპანია Tesla, ავტოპილოტის პროგრამულ მომსახურებაში არსებული ხარვეზის გამო, 363 000 მანქანას უკან გამოიწვევს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა აღშფოთება გამოხატა იმაზე, რომ ავტოპილოტი საშუალებას იძლევა დაირღვეს სიჩქარის ლიმიტი ან ავტომობილმა გზაჯვარედინი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გადაკვეთოს.

აშშ-ის მთავრობაში შეტანილი დოკუმენტის თანახმად, ტექნიკური ხარვეზის საფუძველზე, უკან გაწვევა თითქმის 363 000 მანქანას ემუქრება. როგორც Tesla-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ამ დროისათვის, აღნიშნული ხარვეზის შედეგად, ადამიანის დაშავების ან გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირებული არ არის.

ცნობისთვის, აშშ-ის საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ოფიციალური პირები, Tesla-ს წარმომადგენლებს იანვარში შეხვდნენ, რათა „სრული თვითმართვის პროგრამული უზრუნველყოფის ბეტას“ ხარვეზები განეხილათ.