2035 წლიდან ევროპაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალება

2035 წლიდან, ევროპაში შიდაწყვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების რეალიზება თითქმის სრულად აიკრძალება. დროებითი გამონაკლისი დაიშვება მცირე საავტომობილო საწარმოების მიერ გამოჩვებულ ავტოტრანსპორტზე (წელიწადში 1000 ავტომობილი).

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციით, ევროპის 27 ქვეყანაში შიდა წვის ძრავებით ახალი მანქანების გაყიდვის აკრძალვამდე, 2030 წელს, გამონაბოლქვის მაჩვენებელი დღევანდელზე 55%-ით ნაკლები უნდა გახდეს.

კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიღებულ მნიშვნელოვან რეგულაციას, ევროპელი კანონმდებლები სავარაუდოდ ამ წლის მარტში დაამტკიცებენ.