ბულგარეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნება

15 სექტემბრიდან, ბულგარეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნება. გადაწყვეტილება ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, წინ ორსაათიანი დებატები უძღოდა.

ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის კირილ ვატევის თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას ბულგარეთის ეკონომიკისთვის სერიოზული შედეგები არ მოჰყვება.

“მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად, ამ აკრძალვაზე უარის თქმა არც ისეთი სანერვიულოა, რადგან ბულგარელი მწარმოებლების მხარდაჭერა შესაძლებელია. ჩვენ ვაძლიერებთ კონტროლს ყველა უკრაინულ საქონელზე“, – აღნიშნა კირილ ვატევმა.