“მოქალაქე წმინდანი” – “ოსკარზე” საქართველოდან წარსადგენი ფილმი ცნობილია

“ოსკარზე” საქართველოდან წარსადგენი ფილმი ცნობილია.

ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის დაჯილდოებაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “მოქალაქე წმინდანი” შეირჩა.

საკონკურსო ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. აღნიშნულმა ფილმმა, შესარჩევ კონკურსში კომისიის ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

ცნობისთვის, წელს საქართველოს საკონკურსო ფილმის სტატუსის მიღებას 4 ქართული ფილმი ცდილობდა:

1. „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ (რეჟისორი – ლელა წიფურია);

2. „მოქალაქე წმინდანი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი);

3. „მშვენიერი ელენე“ (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი);

4. „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).

კომისიის წევრები იყვნენ: გიორგი ხარებავა; კონსტანტინე ესაძე; ედმონდ მინაშვილი; ზაზა შათირიშვილი; ვალერიან კირკიტაძე; ოთარ ბუბაშვილი; ნიკოლოზ შენგელაია; მარიამ ხაჭვანი; რუსუდან გლურჯიძე; ლევან გიგინეიშვილი; ბაჩანა ოდიშარია; გიორგი ცხვედიანი.