საფრანგეთმა IPhone 12-ის გაყიდვა აკრძალა

საფრანგეთმა IPhone 12-ის გაყიდვა აკრძალა. აკრძალვის მიზეზი, აღნიშნული მოდელის გამოსხივება გახდა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აღემატება. საფრანგეთის მარეგულირებლის ინფორმაციით, ტელეფონის გამოსხივების სტანდარტებთან შეუთავსებლობა, ტესტირებებით დასტურდება.

ქვეყნის ციფრული ეკონომიკის უმცროსი მინისტრის განმარტებით, პრობლემა შესაძლოა პროგრამულმა განახლებამ მოაგვაროს. თუ კომპანია Apple-ი შესაბამის ზომებს არ მიიღებს და ხარვეზს არ აღმოფხვრის, ANFR-ი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნულ მოდელები აიკრძალება.

Reuters-ის ცნობით, კომპანია Apple-ი მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ დასკვნას არ ეთანხმება.