გაიცანით ქართველი “ნინძა ბუ”

უკვე თვეზე მეტია, რაც  2D ანიმატორმა ცოტნე რუსიშვილმა youtube არხზე ატვირთა მოკლე ანიმაციით გაფორმებული სიმღერა, რომელიც მომენტალურად იპყრობს მსმენელის და მაყურებლის გულს.

რგოლს 33 000-მდე ნახვა და უამრავი დადებითი შეფასება აქვს. თუ ამ რიცხვში თქვენ არ შედიხართ, ღირს მიემატოთ “ნინძა ბუს” მრავალათასიან აუდიტორიას.

“მე და ჩემ შვილებს (6 წლის და 3 წლის) სიმღერა შემოგვეწერა ნინძა ბუზე. ეს სიმღერა მობილურით ჩავწერეთ (დანარჩენი ხმებიც ეგრე ჩავწერეთ მერე ოჯახის წევრებმა) და მერე ამ ანიმაციის იდეაც მოვიდა და გავაკეთე ეს მოკლეზე მოკლე მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი. იმედია, მოგეწონებათ. ნებართვის გარეშე ვინც ჩამოტვირთავს და გაავრცელებს, ნინძა ბუ მიაკითხავს და ყურებს დააჭრის,” – აღნიშნავს ცოტნე რუსია ვიდეორგოლის აღწერაში.