iPhone-ზე ორსული კაცის ემოჯი გამოჩნდება

iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაში, (iOS 15.4) ორსული მამაკაცის ემოჯი გამოჩნდება.

ორსული ემოჯი ახალი არ არის, რადგან ის Emojipedia-ს 2021 წლის სექტემბერის განახლების ნაწილია. თუმცა, Apple-ის ვერსია ხუთშაბათს გამოვიდა, როგორც iOS 15.4-ის ბეტა ნაწილი. სიახლე iPhone-ის ყველა მომხმარებლისთვის წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.

გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ამტკიცებს, რომ ბიოლოგიურად სპეციფიკური ფენომენის ყველა სქესისთვის ნორმად ქცევის მცდელობა შლის სქესთა შორის განსხვავების ფაქტორებს, და მეტიც, ქალების დეჰუმანიზაციას უწევს.

Emojipedia-ს განმარტებით, ახალი ფეხმძიმე ემოჯები “შეიძლება გამოიყენონ ტრანსი მამაკაცების, არაბინარული ადამიანების ან ქალების თვითგამოხატვისთვის, რომლებსაც მოკლე თმა აქვთ – თუმცა, რა თქმა უნდა, ემოჯების გამოყენება ამით არ იზღუდება”.

Healthline.com-ის მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის არიან, მაგრამ იდენტიფიცირდებიან, როგორც მამაკაცები, არიან ტრანსგენდერი მამაკაცები, რომლებსაც გარეგნული მახასიათებლების მიუხედავად, კვლავ შეუძლიათ მშობიარობა, რადგან აქვთ ამისთვის საჭირო რეპროდუქციული ორგანოები. 

ორსული კაცი, ერთადერთი სიახლე არ არის, ემოციების გამოხატვის არსენალში მალე დაგემატებათ ტუჩზე კბენის ვნებიანი ემოჯიც.