დემნა გვასალია ქანიე ვესთის ახალი ალბომის Live სესიის კრეატიული დირექტორი იქნება

ქანიე ვესთი ახალი ალბომის Donda-ს გამოსაშვებად ემზადება. ბოლო დროს, არაორდინალური გადაწყვეტილებებით გამორჩეული მუსიკოსი, ამჟამად ატლანტაში მდებარე “მერსედეს ბენცის” სტადიონის კულისებში ცხოვრობს – არენაზე, სადაც მან ივლისის მიწურულს პროექტის მოსასმენი სესია გამართა და ამ მომენტში სტუდიური ჩანაწერის უკანასკნელ შტრიხებს ამუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ალბომი გაყიდვაში 6 აგვისტოს ჩაეშვება. ცნობილია, რომ ქანიე 5 აგვისტოს კიდევ ერთ მოსასმენ სესიას გამართავს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასები 30-დან 75 აშშ დოლარამდე მერყეობს. საღამოს კრეატიული დირექტორი კი ცნობილი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია იქნება, რომელიც ქანიეს ახლო მეგობარია.

ალბომი Donda, ჯერ კიდევ 2020 წლისთვის დაანონსდა თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო მისი გამოცემა გადაიდო.