FDA-მ ადამიანებზე ტვინის იმპლანტის გამოცდის ნებართვა გასცა

​FDA-მ, პატარა ნეიროტექნოლოგიურ სტარტაპ Synchron-ს, მოხალისეებზე ტვინის იმპლანტის გამოცდის დაწყების ნებართვა მისცა.

Synchron-ს ეს ნებართვა კონკურენ კომპანიებთან შედარებით დიდ უპირატესობას აძლევს, მათ შორის ელონ მასკის Neuralink-თან, რომელიც ცხოველებიდან ადამიანების გამოცდაზე ჯერ არ გადასულა.

Insider-ის ცნობით, Synchron-ი აცხადებს, რომ წლის ბოლოს ადამიანებში მოსამზადებელ კვლევებს დაიწყებს Stentrode-ზე. Stentrode ნერვული იმპლანტია, რომელიც ტვინე ნაკლებად ინვაზიური მეთოდით ერთდება, მიზანი კი მისი გამოყენებით დამბლის დამარცხება და პარალიზების კონტროლია.

“ნებართვა მრავალი წლის შრომის შედეგია, რომელიც FDA-სთან ერთად განვახორციელეთ. ჩვენ ვმუშაობდით, რათა ერთად გაგვეკვალა გზა და BCI-ის სამუდამო იმპლანტის პირველი კომერციული ნებართვა მიგვეღო, რომელიც დამბლის სამკურნალოდაა განკუთვნილი. ძალიან გვიხარია, რომ წელს, როგორც იქნა, შეერთებული შტატებში კლინიკურ კვლევებს დავიწყებთ”, – აცხადებს კომპანია Synchron-ის გენერალური დირექტორი თომას ოქსლი.

კონკურენტი Neuralink-ის დროში დამარცხების გარდა, რომლის ფუძემდებელი ელონ მასკიც ირწმუნებოდა, რომ ადამიანის კვლევებზე შარშან უნდა გადასულიყვნენ, სტარტაპი Synchron იმპლანტირების ბევრად ნაკლებად ინვაზიურ მიდგომასაც გვთავაზობს. Neuralink-ის იმპლანტი მავთულებიანია, რომლებიც მომხმარებლის/პაციენტის თავის ქალაში ბურღით ჩამონტაჟდება, Synchron-ის იმპლანტი Stentrode კი სრულად თავის ქალის გარეთ თავსდება.

იმპლანტის შექმნასა და დახვეწაზე მომუშავე მეცნიერები აცხადებენ, რომ პარალიზის მქონე ადამიანებს “ტვინ-კომპიუტერის” ინტერფეისის საშუალებით მოძრაობისა და კომუნიკაციის უნარს დაუბრუნებენ.