დიდ ბრიტანეთში ამერიკული ბულის ჯიშის ძაღლები აიკრძალება

დიდ ბრიტანეთში ამერიკული ბულის ჯიშის ძაღლები აიკრძალება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, მან უკვე გასცა ბრძანება ამერიკული ბულის კონკრეტული, XL სახეობის განსაზღვრა მოხდეს, რის შემდეგაც, აღნიშნული კატეგორიის ძაღლების ამკრძალველი კანონი ამოქმედდება.

სუნაკის თქმით, აღნიშნული ჯიშის ძაღლი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის არის საფრთხის შემცველი და მისი აკრძალვა უნდა მოხდეს. გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმების გამო იქნა მიღებული.

ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის შეზღუდვებზეა საუბარი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ძაღლის ქვეყანაში შეყვანასა და გამრავლებას შეეხება.