1.4 მილიონი დოლარი – პრინცესა დიანას წითელი სვიტერი რეკორდულ ფასად გაიყიდა

პრინცესა დიანას წითელი სვიტერი, რომელზეც ცხვრები იყო გამოსახული რეკორდულ ფასად – 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სვიტერი ნიუ-იორკში Sotheby’s-ს აუქციონზე გაიყიდა. ნივთის საწყისი ფასი, 50 000-დან 80 000 დოლარამდე მერყეობდა, თუმცა ბოლო წუთებში რეკორდულ ფასად გაიყიდა.

აუქციონის ადმინისტრაციას გამარჯვებულის ვინაობა არ დაუსახელებია. პრინცესა დიანას წითელი სვიტერი, აუქციონზე გაყიდულ მის ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია.

ცნობისთვის, წითელი სვიტერი ცხვრებით, პრინცესა დიანას 1981 წელს ეცვა, როდესაც ის პრინც ჩარლზის საცოლე იყო.