3D პრინტერით დაბეჭდილი ვეგანური ორაგულის ფილე მარკეტებში გაიყიდება

კვების ტექნოლოგიების სტარტაპ Revo Foods-მა 3D პრინტერით დაბეჭდილი ვეგანური ორაგულის ფილე შექმნა. 3D პრინტერით დაბეჭდილი თევზის ნაწარმი გაყიდვაში 14 სექტემბრიდან ჩაეშვა, მისი ყიდვა ავსტრიის სუპერმარკეტებშია შესაძლებელი.

საკვები პროდუქტი სახელწოდებით “THE FILET — ორაგულითა შთაგონებული” და ის პირველი ვეგანური ზღვის პროდუქტია, რომელიც 3D პრინტერითაა დაბეჭდილი.

Revo Foods-ის ახალი პროდუქტი ძაფისებრი სოკოსგან მიღებული მიკოცილისგან შედგება. ამ ალტერნატივამ პროდუქტს მაღალი ცილისა და ომეგა 3-ის შემცველობა შესძინა.

3D დაბეჭდილი თევზის დამზადება შესაძლებელია იმ მასალებით, რომელიც შეიცავს დაბალ ქოლესტერინს და ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს.