დრონები შესაძლოა ინდოეთის სოფლის მეურნეობის მომავალი გახდეს

როგორც წესი, ინდოეთის სოფლის მეურნეობის სექტორი ახალ ტექნოლოგიებს ფეხს ვერ უწყობს და ძირითადად ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა. თუმცა, სტარტაპერები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში უპილოტო საფრენი დრონების ინტეგრირებას აქტიურად უწყობენ ხელს.

ფერმერები დრონებს, ნათესების მონიტორინგისა და პესტიციდებით შეწამვლისთვის იყენებენ.

პროექტს ფედერალური მთავრობა უჭერს მხარს და მათ საკმაოდ ამბიციური გეგმაც აქვთ, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის ინდოეთი უპილოტო საფრენი აპარატების ცენტრად უნდა იქცეს.