2033 წლისთვის, რობოტები საშინაო საქმეების 39%-ს შეასრულებენ

ექსპერტები თვლიან, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში, საშინაო საქმეებსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაში საჭირო დროის 39%-ის ავტომატიზირება გახდება შესაძლებელი, რაც ადამიანებს, სხვა საქმეებით დაკავების საშუალებას მისცემს.

ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ სასურსათო საყიდლები, სავარაუდოდ, ყველაზე ავტომატიზირებული იქნება, ხოლო ახალგაზრდებზე ან მოხუცებზე ზრუნვის საკითხში, ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ნაკლები გავლენა ექნება.

ამასთან, ექსპერტების აზრით, იმაზე საუბარი, რომ რობოტიზირებული ტექნიკა მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სამსახურს დააკარგვინებს ნაადრევია. რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ამ დროისათვის, რობოტიზირებული ტექნიკის სფეროში, ყველაზე ფართოდ გავრცელებული და გაყიდვადი მტვერსასრუტი რობოტია, თუმცა ამ დარგში, ადამიანების დასაქმების პრობლემა მას ჯერ არ გამოუწვევია.