რობოტი, რომელსაც უნიკალური ნახატების შექმნა შეუძლია

კარნეგი მელოუნის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლაში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტიზირებული ხელი “ფრიდა” შექმნეს, რომელსაც ხელოვნების უნიკალური ნიმუშების ხატვა შეუძლია. რობოტი უკვე შეფასებულია, როგორც რევოლუციური არსება.

როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსი აარონ ოპერლი აცხადებს, რობოტის სახელი მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს სახელს უკავშირდება. ოპერლის განმარტებით, რობოტს ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად, ადამიანებთან თანამშრომლობა შეუძლია.

FRIDA-ს შექმნის პროცესს, დოქტორი პიტერ შალდენბრანდი ხელმძღვანელობდა. რობოტის შექმნაში მონაწილეობას, კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტები და მასწავლებლები ჟან ო და ჯიმ მაკკენი იღებდნენ.