ეგვიპტეში ქვიშით დაფარული უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს

CNN იტყობინება, რომ არქეოლოგებმა უდიდესი ეგვიპტური ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ 3000 წლის წინ არსებობდა.

საძიებო სამუშაოების წამყვანი არქეოლოგის, ზაჰი ჰავსის თქმით, ქალაქი სახელწოდებით “Rise of Aten” “ლუქსორის” დასავლეთით, ქვიშის ქვეშ აღმოაჩინეს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქი ფარაონ ამენჰოტეპ III-ის დროს არსებობდა. ამენჰოტეპ III კი ეგვიპტეს ძვ. წ. 1391 – 1353 წლებში მართავდა.

არქეოლოგ ჰავასის მოსაზრებით ეს არა უბრალო დასახლება, არამედ ეგვიპტის იმპერიაში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული და სამრეწველო დასახლება იყო.

ქალაქის ქუჩები მჭიდროდაა დასახლებული, ქუჩებში მდებარე სახლები, ფაქტობრივად ხელუხლებელია. სახლებში უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთიცაა შენარჩუნებული და აღმოჩენილი.

ასევე, კაღმოაჩინეს დიდი საცხობი ღუმელით და ჭურჭლის საცავით. საცხობის ზომა მიანიშნებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყენებდა. ასევე, ადგილზე აღმოჩენილია სამარხი და ადამიანის ჩონჩხიც.