ერდოღანი ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენებას სთხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS-სი ავრცელებს.

როგორც თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ საავიაციო-კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალზეც მიიწვია. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მიწვევა მიიღო.

მასკმა მიმდინარე წლის მაისში, კომპანიის ახალი ქარხნის ასაშენებლად ახალი ადგილის მოძიებაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად თურქეთს განიხილავდა.

ცნობისთვის, Tesla-ს ამჟამად ექვსი მოქმედი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მშენებლობა მექსიკაში მიმდინარეობს.