ოჰაიოში საჰაერო ტაქსის ქარხანა აშენდება

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ელექტრო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Joby Aviation-ი, საჰაერო ტაქსის სერიული წარმოებისათვის ქარხანას ააშენებს. კომპანია, ქარხნის ასაშენებლად, 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ინფორმაციას REUTERS-სი ავრცელებს.

დეიტონის საერთაშორისო აეროპორტში, 140 ჰექტარი ფართობი, კომპანიის პირველი მასობრივი წარმოების ადგილი იქნება.

Joby Aviation-ის დამფუძნებლის ჯობენ ბევირტის განმარტებით, კომპანია აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ელექტრო თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც ვერტიკალურად აფრენა-დაფრენა შეუძლიათ, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან სპეციალური სერტიფიკატი მიიღონ, რათა 2025 წლისთვის, კომერციული სამგზავრო მომსახურების უზრუნველყოფა შეძლონ.