თამაშების კომპანია Epic Games-მა უკრაინისთვის 50 მილიონი$ შეაგროვა

თამაშების მწარმოებელმა კომპანია Epic Games-მა განაცხადა, რომ უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის 50 მილიონი დოლარი (37 მილიონი ფუნტი) შეაგროვა.

ცნობილი თამაშის Fortnite-ის გამომშვებმა კომპანიამ, 21 მარტს დააანონსა, რომ 3 აპრილამდე უკრაინის დასახმარებლად, პოპულარულ თამაშ Fortnite-დან მიღებულ შემოსავლებს უკრაინის დასახმარებლად დონაციის სახით გადარიცხავს.

ამასთანავე, ფინანსური დახმარების შეგროვებაში მონაწილეობას იღებს Xbox-იც, რომელიც თამაშების გაყიდვისას მისაღებ საკომისიოს სრულად გადაურიცხავს Epic Games-ის მიერ შექმნის საქველმოქმედო ფონდს.

ამ დროისთვის, უკვე შეგროვებული თანხა – 50 მილიონი დოლარი, ზოგიერთი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას აღემატება. ჰუმანიტარული მიზნებისთვის ერთი კომპანიის მიერ შეგროვებული ბიუჯეტი, 3 აპრილამდე კიდევ გაიზრდება.