Apple-ის აქციებმა 2003 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს მიაღწია

ეფლის აქციებზე ფასი 11 დღე მიყოლებით ზრდას აჩვენებს, რაც კომპანიის მიერ iPhone-ის ეპოქაში დაფიქსირებული ყველაზე ხანგრძლივი პოზიტიური მაჩვენებელია.

აქციების ფასი 1.9%-ით გაიზარდა, რამაც მთელი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ფინანსური დანაკარგები აანაზღაურა. უნდა აღინიშნოს, რომ 3 იანვარს დაფიქსირებულ მატებასთან შედარებით, ზრდის ეს მაჩვენებელი 1.7%-ით ნაკლებია, იანვარში ეფლის კაპიტალიზაციამ ერთ დღეში მიაღწია 3 ტრილიონ დოლარს. 29 მარტის მონაცემებით ეფლის ღირებულება 2,9 ტრილიონს აჭარბებს. კომპანიის ეკონომიკური გუნდი დადებით პროგნოზს აკეთებს, მათი თქმით ეფლი 3 ტრილიონიან ღირებულებას მალე დაუბრუნდება და გადააჭარბებს კიდევაც.

ბოლოს ასეთი ზრდის პერიოდი ეფლს 2003 წელს ჰქონდა, იმ დროს, როცა კომპანიის მთავარი პროდუქტი მუსიკალური ფლეერი iPod იყო, 12 დღიანი უწყვეტი ზრდა დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ კომპანიის ყველაზე ცნობილი პროდუქტი iPhone მის წარმოების ხაზში მხოლოდ 2007 წელს გამოჩნდა.