თვითმფრინავის საწვავს წყლისგან შექმნიან

გერმანიაში გაიხსნა ქარხანა, რომელიც თვითმფრინავისთვის საწვავს აწარმოებს. ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა მეთოდი, თუ როგორ აპირებს ქარხანა საწვავის წარმოებას, ის ამისთვის წყლის, ნახშირორჟანგისა და ელექტროენერგიის კომბინაციას გამოიყენებს.

აღნიშნული ქარხანა მთავრობის სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც ცდილობენ შეამცირონ სათბურის გაზების ემისია და საავიაციო ინდუსტრია ეკოლოგიურად უფრო სუფთა გახდეს.

აღნიშნულ ობიექტში სინთეზური საწვავი იქმნება წყლისგან – წყალბადის ნახშირორჟანგთან შერევით და მარაგდება ქარის ელექტროსადგურებისგან გამოყოფილი ელექტროენერგიით. ასეთი მეთოდით დამზადებული საწვავი გარემოზე ზიანს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ქარხნის წარმადობა ჯერჯერობით მოკრძალებულია და საავიაციო ბაზრის დიდ მოთხოვნილებას საწვავზე სრულად ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა ასეთი ქარხნების რიცხვის გაზრდის შემთხვევაში, ფრენა ეკოლოგიაზე უარყოფით ზეავლენას თითქმის აღარ მოახდენს.