LEONARDO – რობოტი რომელიც დადის, დაფრინავს და ბაგირზეც გადაადგილდება

თუ ფიქრობთ, რომ ტექნოლოგიური განვითარების პიკში, არის შანსი რობოტი გამოგეკიდოთ, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ თქვენი მარდი ფეხების იმედად ვერ იქნებით. კომპანია Caltech-მა ახალი რობოტი დრონი შექმნა, რომელსაც სიარულიც შეუძლია და ფრენაც. მისი სახელია LEONARDO (LEgs ONboARD drone) და ის ნახევრად ჰუმანოიდია, ნახევრად კი დრონი. ის იმდენად “გაწონასწორებულია”, რომ სიარული არა მხოლოდ ჩვეულებრივ ზედაპირზე, ბაგირზეც კი შეუძლია. თუ საქმეს დაჭირდება დედაენის ბაღში თავს არ შეირცხვენს და სკეიტბორდითაც გაერთობა.

LEONARDO-ს შემქმნელთა მიზანი მისი მასობრივი გამოყენებად ნივთად შექმნა არ ყოფილა. მეცნიერებს სურდათ მოესინჯათ ახალი შესაძლებლობები, თუ როგორ გაართმევენ რობოტები თავს გადაადგილებასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან დაბრკოლებებს. ასეთი რობოტების გამოყენება ძირითადად მაღალი რისკის შემცველ ამოცანებში იგეგმება, სადაც ადამიანის დაზიანების შანსი დიდია.

ასეთ რობოტებს შეეძლებათ სპეციალურ მისიებში მონაწილეობა სხვა პლანეტებზე, კოსმოსის ასათვისებლად.