იაპონიაში პოსტკოვიდ პაციენტებს რეგენერაციული თერაპიით უმკურნალებენ

კორპორაცია Life Science Institute-მა სამშაბათს განაცხადა, რომ მაისში დაიწყებენ კორონავირუსით მძიმედ დაზიანებული პაციენტების რეგენერაციულ კლინიკურ კვლევებს, რა დროსაც ისინი გამოიყენებენ მრავალ ხაზოვანი დიფერენცირებადი სტრესისთვის გამძლე უჯრედებს.

სააგენტო JIJI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური კომპანიის მეთოდით ჩატარებული თერაპია ხელს შეუწყობს ფილტვებისა და ვირუსისგან დაზიანებული სხვა ორგანოების გამოჯანმრთელებას და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის შემცირებას.