17 წლის გოგონების პროექტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ირლანდიელი სკოლის მოსწავლე გოგონას კომპიუტერული ექსპერიმენტი გაიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ breakingnews ავრცელებს.

17 წლის გოგონები პირველი ირლანდიელები არიან, რომლებმაც შეძლეს მათი პროექტის საერთო კოსმოსურ სადგურზე გაშვება. აღნიშნული ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის მესამე პილოტირებული მისიის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

გოგონები, ნიამ სტეინსი და კიტი ჯოისი კომპიუტერულ მეცნიერებებს მეხუთე წელია სწავლობენ დუბლინში. მათი შექმნილი კომპიუტერული კოდი, ISS-ზე, ასტრონავტმა ტომას პესკეტმა წაიღო.

ექსპერიმენტის ფარგლებში, ინფრაწითელი კამერის წყალობით გამოიკვლევენ დედამიწის ზედაპირის ტემპერატურას კოსმოსიდან, მიღებულ მონაცემებს გაანალიზებენ და დედამიწაზე გაზომილ ტემპერატურას შეადარებენ.