ინოვაციური თვითმფრინავის მეშვეობით, დედამიწას რამდენიმე საათში შემოუფრენთ

ჩინური კომპანია Space Transportation-ი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც მოქალაქეებს სუბორბიტალური ფრენის სერვის შესთავაზებს. კომპანიას სურს შექმნას საფრენი აპარატი, რომელიც თვითმფრინავისა და მაღალსიჩქარიანი რაკეტის ჰიბრიდი იქნება.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის თვითმფრინავის შექმნის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პეკინიდან ნიუ-იორკამდე მგზავრების ჩაყვანას 1 საათში შეძლებს, ამჟამად აღნიშნული გადაფრენის დრო, 12 საათზე მეტს შეადგენს. Space Transportation-ის წარმომადგენლების თქმით, ახალი თვითმფრინავი რაკეტებზე იაფი და თვითმფრინავებზე უფრო სწრაფი იქნება.

გასულ წელს კომპანიამ დაახლოებით 46,3 მილიონი დოლარი შეაგროვა ჰიბრიდული რაკეტისა და თვითმფრინავის შესაქმნელად. ვარაუდობენ, რომ საბოლოო ვერსიაში ის, საათში 4000 კილომეტრამდე აჩქარებას შეძლებს. თვითმფრინავის სახმელეთო გამოცდები 2023 წელს განხორციელდება, პირველი რეისი კი ერთი წლის შემდეგ განხორციელდება. ცხადია, რომ ტესტების დროს შიგნით მგზავრები არ იქნებიან – ისინი ტესტირებაში მონაწილეობას მხოლოდ 2025 წელს მიიღებენ. თუ, რა თქმა უნდა, მოწყობილობა უსაფრთხოების ყველა ნორმას დააკმაყოფილებს.

ცნობისთვის, აერონავტიკის საერთაშორისო ფედერაციის (FAI) განმარტებით, კოსმოსური ფრენა შეიძლება ეწოდოს ფრენას 100 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე. ამ სიმაღლეზე ობიექტი კვეთს კარმანის ხაზს და, ფაქტობრივად, კოსმოსში ხვდება. სუბორბიტალური ფრენა, არის კოსმოსური ფრენა, მაგრამ ამავდროულად, თვითმფრინავი არ შედის ორბიტაში, რომელშიც კოსმოსური თანამგზავრებია განთავსებული. ასეთ სიმაღლეზე მოწყობილობას შეუძლია განავითაროს უზარმაზარი სიჩქარე, საათში რამდენიმე ათას კილომეტრამდე.