პეპსიმ Dr. Dre, Snoop Dogg, Eminem, Mary J. Blige და Kendrick Lamar გააერთიანა

2022 წლის 13 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, Super Bowl-ის გრანდიოზული შოუს სცენა, ჰოლივუდის საკადრისი ვარსკვლავებით იქნება მოჭედილი.

პეპსიმ, NFL-მა და Roc Nation-მა დააანონსეს, რომ ლეგენდარულ შოუში მონაწილეობას მიიღებენ Dr. Dre, Snoop Dogg, Eminem, Mary J. Blige და Kendrick Lamar.

შოუ ტელეკომანიების,  NBC-სა და Telemundo-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ლაივ მაუწყებლობა ასევე განხორციელდება სტიმინგ სერვისზე Peacock.

5 ლეგენდარული არტისტის ანგარიშზე, ეპოქალური მასშტაბის ცნობადობის გარდა, ჯამურად ირიცხება 43 გრემი და 22 ნომერ პირველი ალბომი Billboard-ის ჩარტებში.

გამოქვეყნებულ თიზერში ჩანს, რომ მოედანზე შეკრებილ ადამიანებსა და მილიონობით ტელემაყურებელს ოქროს ჰიტებისგან შემდგარი დაუვიწყარი შოუ ელოდებათ.