მეცნიერებმა კრემი შექმნეს, რომელიც ორგანიზმს გაყინვისგან დაიცავს

ინდოელმა მეცნიერებმა კრემი გამოიგონეს, რომელიც ადამიანის სხეულს გაყინვისგან დაიცავს. კრემის შემადგენლობაში კრიოპროტექტორები შედის – ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც დონორის ორგანოების შესანახად გამოიყენება.

შემუშავებულ კრემში, მკვლევრებმა ორი კრიოპროტექტორი გამოიყენეს. პირველია დიმეთილ სულფოქსიდი (DMSO), რომელიც უჯრედების სიღრმეში და არ აძლევს მათ შიგნით არსებულ სითხეებს გაყინვის საშუალებას. კრემის მეორე კომპონენტია, პოლივინილის სპირტი (PVA), რომელიც უჯრედშორის სივრცეში აღწევს და უჯრედულ გარსებს ყინულისგან იცავს.

კრემი უკვე გამოცადეს ლაბორატორიის ცხოველებზე და ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა.

ცნობისთვის, მინუს 15 გრადუს ცელსიუსზე ადამიანის ორგანიზმს გაყინვის საშიშროება ემუქრება. ეს არის პროცესი, როდესაც დაბალი ტემპერატურის დროს, ადამიანის ორგანიზმში არსებულ უჯრედებს ჟანგბადი არ მიეწოდება, ხოლო სხეულში არსებული სხვადასხვა სითხე გაყინვას იწყებს. ამ პროცესის შედეგად, ადამიანის ორგანიზმში უჯრედების მასობრივი სიკვდილი იწყება, რაც ადამიანის ორგანიზმს სერიოზულ ზიანს აყენებს. მძიმე დაზიანების შემთხვევაში კი, შესაძლოა სხეულის ნაწილის ამპუტაციაც გახდეს საჭირო.