მომღერალი ადელი ფანებს ბოდიშს უხდის

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, კონცერტის გადადების გამო ფანებს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან საკუთარ instagram გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა.

ადელის განცხადებით, მისი გუნდის წევრების უმეტესობას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ლას-ვეგასში ჩანიშნული შოუს ბოლომდე მომზადება ვერ მოხერხდა.

მომღერლის თქმით, ის ამ კონცერტისთვის ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა და შექმნილი სიტუაციის გამო, თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას დაგეგმილი იყო კონცერტების სერია, სახელწოდებით „Weekend with Adele“ – 24 კონცერტიდან პირველი ლას-ვეგასში, Caesars Palace-ში იყო დაგეგმილი. ნოემბერში ინფორმაცია გავრცელდა , რომ ამ სერიის ფარგლებში, ადელი აპრილამდე ყოველ შაბათ-კვირას ორ კონცერტს გამართავდა. ეს ტურნე ადელისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი დიდი წარმოდგენა იქნებოდა.