ჰაკერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა გაქურდეს

ჰაკერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა Crypto.com გატეხეს და მომხმარებლების საიტებიდან ფული მოიპარეს.

Crypto.com-ის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად ბირჟის 483 მომხმარებელი დაზარალდა. საერთო ჯამში ანგარიშებიდან, სხვადასხვა ვალუტაში, დაახლოებით 34 მილიონი დოლარი მოიპარეს. კერძოდ, თავდამსხმელებმა 15 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების Etherium-ის მონეტები მოიპარეს, ასევე 19 მილიონი დოლარის ოდენობის Bitcoin და 66 ათასი დოლარი.

აღნიშნული თანხის ოდენობამ, ბირჟის ანალიტიკოსების ყველა პროგნოზს გადააჭარბა, რომლებიც ბირჟის დაზარალებული მომხმარებლების საჩივრებს იკვლევდნენ.