მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წებო შექმნეს

აშშ-ში, ენერგეტიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წებო შექმნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინოვაციური წებოს ერთ წვეთს, 136 კილოგრამამდე ტვირთის გაძლება შეუძლია.

ახალი წებოს მთავარი კომპონენტი, სტირონი-ეთილენ-ბუტილენ-ტირონია (SEBS), რომელიც დიდი ხანია სხვადასხვა პროდუქტში გამოიყენება. ნივთიერებას, ახალი თვისებები დინამიკური გადაკვეთის ტექნოლოგიის გამოყენებით მიენიჭა.

მეცნიერებმა ახალი წებო არაერთხელ გამოცადეს და ის ამ დროისათვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. მისი კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი, მაღალი ტემპერატურის გაძლებაა. როგორც კვლევებმა აჩვენა, წებო 204 გრადუს ცელსიუსზეც კი არ კარგავს ეფექტურობას.

“თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, წებო რთული დაზიანებების შეკეთების საშუალებას იძლევა. ასევე, შესაძლებელია მისი გადამუშავება ხელახალი გამოყენებისთვის”, – აცხადებენ მეცნიერები.