საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა.

“ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე “ბ”-დან “ა” დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.