“პენსიაში გასვლის დედაც, გადავიფიქრე” – შინეიდ ო’კონორი

ცნობილმა ირლანდიელმა მუსიკოსმა, შინეიდ ო’კონორმა გადაწყვეტილება, რომ მუსიკალურ მოღვაწეობას საბოლოოდ დაასრულებდა, შეცვალა. 54 წლის მეამბოხე არტისტმა, ამჯერად იმავე სოციალური ქსელით მან განაცხადა, რომ რომ მუსიკიდან წასვლას აღარ აპირებს. ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება კი იმით ახსნა, რომ ეს მისივე მემუარების Rememberings-ის პრომოუშენის ფარგლებში მედიის მიერ დასმული არაეთიკური კითხვებით პროვოცირებული იმპულსური გადაწყვეტილება იყო.

“კარგი ამბავი – პენსიაში გასვლის დედაც. გადავიფიქრე, მუსიკიდან აღარ მივდივარ. რაღაც მომენტში პომადიან ღორებს უფლება მივეცი, ჩემთვის ტვინი აერიათ”, – აცხადებს შინეიდ ო’კონორი.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ წერილში შინეადი ჯერ წასვლის, ხოლო შემდეგ დარჩენის გადაწყვეტილებებზე, ასევე, მედიის კრიტიკაზე საუბრობს.